|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ქუჩა ისევ გადაკეტილია

 სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაკეტილია გელათის ქუჩის დასაწყისი. ადგილზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშოები. არსებული ინფორმაციით,  სამუშაო რეჟიმი  დახლოებით ერთ თვეს გასტანს. ამ დროის მანძილზე კი იმ ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი არ იქნება. სამუშაოს  შპს "გზამგები" სამსახური ახორციელებს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მის ფარგლებში დაგეგმილია  მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრანიტის ფილების დაგება. სამუშოები ჩატარდება ბროსეს, ფალიაშვილის და გელათის ქუჩაზე.

 წელს პროექტის პირველი ნაწილი შესრულდება, რომლისთვისაც  500 ათასი ლარი დაიხარჯება. 

საპროექტო ღირებულებაა 1 110 000 (მილიონ ას ათი ათასი)ლარს შეადგენს.

 

 

 

 

     

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა