ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა
ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა. მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს ქალაქის მერი მოადგილეებთან ერთად შეხვდა.
"ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, დაზიანებული შენობიდან დღესვე მოხდება მოსახლეობის გაყვანა. უკვე დაწყებულია სულადობის დათვლა, ადგილზე მოხდება სიტუაციის შესწავლა და გადაწყდება მათი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი", -განაცხადეს მერიაში. მათივე თქმით, დაზარალებულების ქირის საფასურს მერია უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, გუგუნავას #12 გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.
მეხანძრეებმა ბინიდან 75 წლის ქალი გაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















