ქუთაისში H1N1-ით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
H1N1-ით ვირუსით ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ღორის გრიპით დაავადებულმა 38 კვირის ფეხმძიმე ქალმა ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ცენტრს 14 დეკემბერს მიმართა. მედიკოსების თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ცხელება სუნთქვის უკმარისობა, ხველა. მას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლიდან 24 საათში ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
სამედიცინო ჩარევის შედეგად ბავშვი გადარჩა, მაგრამ დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ბათუმში 53 წლის ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა. დავით სერგენკოს თქმით, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.
გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელიც. დავით გამყრელიძე ამბობს, რომ მისი თქმით, H1N1-ით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.
H1N1-ის პირველივე სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა, რომელის დაწევაც მედიკამენტებით ვერ ხერხდება. ბავშვებში ხშირია კრუნჩხვებიც. გართულების შემთხვევაში კი ვირუსი ფილტვების ანთებას იწვევს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















