|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კულტურულ ძეგლებთან ორენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა

ქუთაისში ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან საინფორმაციო დაფები და აბრები განთავსდა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით 16 საინფორმაციო დაფა და ოთხი საინფორმაციო აბრა განთავსდა. აბრების განთავსების მიზანი ძეგლების შესახებ საზოგადოების და ტურისტების ინფორმირებულობაა. წარწერები ქართულად და ინგლისურად არის შესრულებული.

დაფები განთავსდა პირველ და მესამე სკოლებთან, ოქროს ჩარდახთან, სინაგოგასთან,  თეთრ და წითელ ხიდებზე, ცენტრალურ ბულვარში, 9 აპრილის მემორიალთან, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, და მერაბ კოსტავას ძეგლებთან, იპოლიტე ხვიჩიას,  დები იშხნელების,  გალაკტიონ ტაბიძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ზაქარია ფალიაშვილიდს ძეგლებთან და ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან. 

სამუშაოებისთვის მერიამ დაახლოებით 10 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში  ინდმეწარმე გიორგი დარსაველიძემ გაიმარჯვა. 

 შეგახსენებთ,  ქალაქში არსებულ ძეგლებზე საინფორმაციო დაფების არარსებობა უხერხულობის მიზეზი არაერთხელ გახდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა