ქუთაისში საუკეთესო კალიგრაფიის მქონე მოსწავლე გამოვლინდება
ქუთაისში, 8 აპრილს, კალიგრაფიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობას ქალაქის კერძო და საჯარო სკოლების, მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები მიიღებენ.
კონკურსანტებს საკონკურსო დავალებები ადგილზე მიეცემათ.
ღონისძიება 13:00 საათზე, ქალაქ ქუთაისის N 1 საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე ჩატარდება.
კონკურსში ,,ქართული ხელნაწერი“ გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. დაჯილდოება 14 აპრილს დედაენის ძეგლთან გაიმართება.
კონკურსი ქართული ანბანის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა





13:42
12:40
10:44
18:57
16:26
















