ქუთაისში კლინიკა "ბომონდი" დაარბიეს
ქუთაისში, კლინიკა ბომონდი დაარბიეს. დამტვრეულია მინები, დაზიანებულია აპარატურა.
შემთხვევის მიზეზი რამდენიმე დღის წინ პაციენტის გარდაცვალება გახდა. საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული პაციენტის დედა მთავარ ექიმთან შეხვედრას ითხოვდა, რასაც მოყვა დაპირისპირება. საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახებაც, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა.
23 წლის ლანა მიქაბერიძე საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, საქმე აღიძრა, თუმცა ჯერჯერობით მათი დაკითხვა არ მომხდარა. კლინიკაში კი განმარტავენ, რომ ექიმის ბრალეულობა არ იკვეთება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















