|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში კლუბებს რატომ არ ხსნით?"

"ქუთაისში კლუბებს რატომ არ ხსნით? მე დიდად არ მესმის ეს კულტურა და "ჩვენ ვომობთო", რომ ამბობენ ჩემი მეგობრები, არც ეს მესმის რას გულისხმობენ, მაგრამ კლუბური კულტურა რომ ბევრ რამეს ცვლის უკეთესობისკენ, ამას ვხედავ", -წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი გოგი გვახარია.

მისი თქმით, ამ მხრივ განვითარება ქალაქის ეკონომიკაზეც მნიშვნელოვნად აისახება.

"ქუთაისში, თუ არ ვცდები ბევრი შენობაა საინტერესო კლუბებისთვის. აეროპორტი იქვეა, იაფად ჩამოვა ხალხი და გაერთობა (ნუ კარგი, "იომებს"), ცოტა ფულს შემოიტანს და ქალაქს გააცოცხლებს. თანაც, ჩემი დაკვირვებით აქ ძალიან "ღია ხალხი" ცხოვრობს და არა მგონია წინააღმდეგობა გაუწიოს სიახლეს.

ისევ იმაზე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ "კეკელო თფილისელების" მარგინალიზაცია", -აცხადებს გოგი  გვახარია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა