მოგებული არჩევნები წაგვართვეს, მეორე ტურები გადმოგვიგდეს და კმაყოფილები ვართ - ნიკა ნარსია
მოგებული არჩევნები წაგვართვეს, მეორე ტურები გადმოგვიგდეს და კმაყოფილები ვართ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა ნარსია, რომელიც კენჭს ქუთაისში ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში იყრიდა, თუმცა ვერ გაიმარჯვა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წევრს, არჩევნები ტოტალურად გააყალბეს, თუმცა მეორე ტურის დროს ხელისუფლება უარესს გააკეთებს.
"გაავრეცელთ/გააზიარეთ, მთლიანად მოგებული არჩევნები წაგვართვეს/ მეორე ტურები გადმოგვიგდეს და კმაყოფილები ვართ/ ოცნება უფრო-ლეგიტიმაცია 43% გადალახა(არავინ ყვირის) და არჩევნებიც "დემოკრატიულად შეფასდება.
ამას ქვია შოუ სუსის შესრულებით,
მიშა კი ციხეში!....
ტოტალიტარიზმი და დიქტატურა აწი ნახეთ თქვენ!!!
მართლა გააყალბეს უკიდეგანოდ/80-120 ხმა ჩაყარეს-კარუსელები ატრიალეს სადაც გაუვიდათ, მიუხედავად იმისა თვითმართველობის არჩევნებზე საპარლამენტო შედეგზე 40-60 ხმით მეტი დავდეთ (თვითმართველობაზე ბევრად ნაკლები მოდის) ამის მიუხედავად და ბევრიც გააბათილეს!!!
უბნებზე სადაც მაგ.
2020-ში უბანზე თუ გვქონდა 170 ხმა წელს 2021: იყო 234 და ა.შ. ანუ ბევრად მეტმა მოგვცა ხმა, ვიდრე შარშან და დიახ სრულად უარი უთხრა ქართველმა ხალხმა "ქართულ ოცნებას"ყველა დიდ ქალაქში!.."- წერს ნარსია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა