საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება - „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“
საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება - ამის შესახებ საუბარია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს გამოქვეყნდა.
როგორეც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ხელისუფლების მხრიდან უწყვეტი და ინტენსიური წნეხის მიუხედავად, თავისი პროფესიის ერთგული რჩება.
„3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს საქართველოში, ვინც ხელისუფლების მხრიდან უწყვეტი და ინტენსიური წნეხის მიუხედავად, თავისი პროფესიის ერთგული რჩება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და მოსაზრებებზე წვდომა შეუნარჩუნოს.
მედიის უფლებადამცველი და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე მომუშავე, საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები ერთხმად მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც დღეს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება. ვითარება საქართველოში ყველა საკვანძო ინდიკატორის მიხედვით უკიდურესად საგანგაშოა და მსოფლიოს ყველაზე არადემოკრატიული რეჟიმების მონაცემებს ედრება.
ჟურნალისტობა დღეს საქართველოში სახიფათო პროფესიაა. მედიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ინსტრუმენტები ბოლო სამი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ გამრავალფეროვნდა და ყველა ის სტრატეგია და ტაქტიკა მოიცვა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მედიის მიმართ განსაკუთრებულად მტრულად განწყობილი რეჟიმები იყენებენ", - წერია ქარტიის განცხადებაში.
განცხადების ნახვა სრულად
ავტორი:




15:23
16:17
12:09
11:59
















