|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის მიენიჭა წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება

"ქუთაისქალაქობა 2026"-ის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება - საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონიალი მესხიშვილის თეატრში გაიმართა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, 2026 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
- ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, გოჩა ბაკურაძეს;
- საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ის მთავარ მწვრთნელს, კონსტანტინე ტუღუშს;
- გერმანიის ქალაქ ობერშტანის ნევროლოგიის კლინიკის ექიმს, მარტინ აიკეს;
- მეცენატსა და ქველმოქმედს, შპს „ ვდკ“ -ს დირექტორს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, დავით თვალთვაძეს;
- დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონის“ პედიატრიის სამსახურის ხელმძღვანელს, ექიმ-პედიატრს, ზურაბ უბერს;
- გამოჩენილ ფეხბურთელს, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს.
ახლად არჩეულ საპატიო მოქალაქეებს ჯილდოები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა გადასცა.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების შემდეგ,  თბილისის სიმფონიური ორკესტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე) და ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის (ქორმაისტერი ირინე ლომინაძე) კონცერტი გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი