ცოცხები ზაქარია ფალიაშვილის ძეგლთან ქუთაისის ბულვარში
ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ქუთაისის ახლადრეაბილიტირებულ ბულვარში ცნობილი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუსაბამო ნაგებობასა და არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც ბარათაშვილი აღნიშნავს, პარკის რეაბილიტაციისას ძეგლებთან შენობის თავსებადობაზე არ უფიქრიათ, ან, უბრალოდ „ასე ესმით ქოცებს კულტურა, ხელოვნება და პარკების რეაბილიტაცია“.
„მოგეხსენებათ, ქანდაკებას შემქნელთან ერთად ჰყავს არქიტექტორიც, ვინც მის სივრცით გადაწყვეტაზე მუშაობს.
კომპოზიციურ თავსებადობაზე..
პარკის მრავალმილიონიანი რეაბილიტაციისას ზაქარიას მჭიდროდ მოუშენეს რაღაც გაუგებრობა, რასაც მედიათეკა დაარქვეს და ამ დრომდე მხოლოდ საბირჟაო, მზესუმზირის საკნატუნო და ჯოკერის სათამაშო ფუნქცია აქვს.
მისთვის განკუთვნილი ცოცხები და დასუფთავების სხვა საშუალებები ზაქარიას მიულაგეს.
ასე ესმით ქოცებს კულტურა, ხელოვნება და პარკების რეაბილიტაცია ქუთაისში და საზოგადოდ“, - წერს ბარათაშვილი სოციალურ ქსელში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა





15:23
16:17
12:09
11:59
















