|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებული 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებული 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ექიმის ინფორმაციით, ელენე ლანჩავა კლინიკაში რვა დღის წინ შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.

პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ 101 წლის ქალი სრულად გამოჯანმრთელებული დღეს სახლში გაეწერა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა