ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი ექთნის მეუღლეც ვირუსს ემსხვერპლა
ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაცვლილი ექთნის, ნუნუ ლამანაძის მეუღლეც ვირუსს ემსხვერპლა. კოვიდინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა.
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ მამაკაცი მეუღლის დაკრძალვიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.
“ცოლი გაასვენეს, ქმარი შემოასვენეს. საშინელება ტრიალებს, მთელი ოჯახი ინფიცირებულია. პანაშვიდზეც ვერ მივდივართ ოჯახის ახლობლები. უმძიმესი მდგომარეობაა”,- ამბობს ნათესავი.
ქუთაისში, ავტოქარხნის კლინიკის მედდა ნუნუ ლამანაძე კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

15:13
13:05
10:03
09:58
















