|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "კორსო იტალიის" მენეჯერი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი

ქუთაისში "კორსო იტალიის" ფილიალის მენეჯერი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, მენეჯერმა მაღაზიიდან 15 000 ლარი წაიღო, როგორც აღნიშნავენ,  მან თანხა წაგებელი ვალის დასაფარად აიღო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე საქმის მოკვლევა 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის მითვისებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ასაჯაროვებენ.

შესაძლოა, გამოძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდეს. 

"ნიუპრესი" დაუკავშირდა მაღაზიის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებს, თუმცა ფაქტთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვეს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა