|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ლაღიძის წყლები" გაიხსნა

ქუთაისს საუკუნოვანი ქართული წყლები დაუბრუნდა. წმინდა ნინოს #13 ში დაწესებულების  გახსნას ადგილობრივებთან  ერთად  მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 "მისასალმებელია ასეთი ძველი, ქართული, ტრადიციული ბრენდის შემოსვლა "ლაღიძის წყლების" სახით, რომელიც არამარტო კულტურულ სახეს უბრუნებს ქუთაისს, ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი იქნება ქალაქისთვის"-, განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა კოტე ქავთარაძემ. 

ლაღიძის ისტორიული წყლები ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში დღეიდან გაიყიდება. 

"ლაღიძის წყლები"  მომდინარეობს მიტროფანე ლაღიძისაგან,, ქუთაისელი ფარმაცევტისაგან, რომელსაც 1887 წელს გაუჩნდა  არომატიზირებული  სასმელის დამზადების იდეა. 

1900 წელს "ძმები ლაღიძეების" ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით.  ლაღიძის წყლები ათწლეულების განმავლობაში ხალხის საყვარელი სასმელი იყო. ბოლო ხანს კი ის დავიწყებას მიეცა.

 

 

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა