ქუთაისში მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა, სასწრაფომ კი დაიგვიანა
ქუთაისში, წითელ ხიდთან შუახნის მამაკაცი ცუდად გახდა. მან აფთიაქის კართან გონება დაკარგა. მოქალაქეს პირველადი დახმარება თვითმხილველებმა აღმოუჩინეს, მათვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. როგორც ისინი აცხადებდნენ, სასწრაფო დაგვიანებით მივიდა. რა მდგომარეობაშია ამ დროისთვის მამაკაცი და მოხდა თუ არა მისი დროული გადაყვანა საავადმყოფოში, ამის დადგენას სასწრაფო სამედიცინო დამხარების რეგიონალურ ოფისში შევეცადეთ, სადაც განაცხადეს, რომ სასწრაფო გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე, მოქალაქე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
















