|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მარტივი ტიპის 12 მოედანი 260 000 ლარად კეთილმოეწყო

ქუთაისში, თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანები მოეწყო. მოედნები შპს ,,თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 260 000 ლარი გამოიყო. როგორც საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ აღნიშნა,  თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად, ხელოვნურსაფარიანი გაკეთდა. მისი თქმით, საფარი განსხვავებული ტექნოლოგიისაა.  

 მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა მოედნების მოვლისთვისაც გამოიყოფა.
,,მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი. თუმცა აუცილებელია, ასევე მისი მოვლა, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა მოვლა- პატრონობისთვისაც განვსაზღვრეთ,“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები გადასცეს და სიმბოლურად კარში გოლიც გაიტანეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა