|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მდებარე შშმ პირთა ბავშვთა დღის ცენტრში მომხდარ ფაქტზე შსს–მ გამოძიება დიწყო

ქუთაისში მდებარე შშმ პირთა ბავშვთა დღის ცენტრში ,,თაისი“ მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დიწყო. უწყება ცენტრში შშმ–ბავშვზე შესაძლო ძალადობის  ფაქტს შეისწავლის.

გასართობ ცენტრში ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ოჯახის ინფორმაციით, დაწესებულებაში მყოფი 7 წლის ბავშვს დაზიანებები ცხვირის, ლოყის, თვალის არეში აღენიშნებოდა. ოჯახის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებით, მათი ბავშვი არასათანადო პირობებში იმყოფება.

ცენტრში ბავშვის დაზიანების ფაქტს არ ადასტურებენ გასართობ ცენტრში და აცხადებენ, რომ მათთვისაც უცნობია, სად მიიღო ბავშვმა დაზიანება და არ გამორიცხავენ, დაზიანება ტრანსპორტირების დროს მიეღო. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა