|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, მდინარე რიონთან სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული

მდინარე რიონთან საგანგებო სამსახურის მობილიზებამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. როგორც "ნიუპრესს" საგანგებო სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, სამაშველო სამსახურმა კი ახალგაზრდების უსაფრთხოება უზრუნველყო.

"ახალგაზრდები საკონკურსო ფილმზე მუშაოებენ, მოგვმართეს განცხადებით, რომ ფინალური სცენა უნდა გადაეღოთ ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე, გადაღება გარკვეულ სახიფათო ელემენს შეიცავს, ხიდზე უნდა დამდგარიყო არასრულწლოვანი, ამის გამო  გვთხოვეს, უსაფრთოების მიზნით ადგილზე ყოფილიყო სამაშველო სამსახური, რომ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მომხდარიყო გადაღება. ასეც მოხდა, მშვიდობიანად გადაიღეს ყველაფერი", -განუცხადეს "ნიუპრესს" საგანგებო სამსახურში.

 ქუთაისში რუსთაველის ხიდზე ფილმის გადაღება დღის 3 საათზე დაიწყო და ერთ საათში დასრულდა.

 

 ფოტო: მიხეილ დარსაველიძე

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა