ქუთაისში “მედიქალ სითიში” გრიპის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს
ქუთაისში, კლინიკა “მედიქალ სითიში” რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს.
საავადმყოფოს ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ მაღლაკელიძე თქმით, დადასტურებული H1N1 შემთხვევა არ ფიქსირდება და ძირითადი დიაგნოზი A ტიპის ვირუსია.
ასევე განმარტავს, რომ ბოლო დღეებში მიმართიანობა არ გაზრდილა, თუმცა არასეზონურ პერიოდთან შედარებით მომართვიანობის მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა.
მიმართვიანობის შემცირებაზე საუბრობს, ქუთაისის რეგიონალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მმართველი გოჩა გიორგიძე. მისი თქმით, იმერეთსა და ქუთაისში გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მიმართვიანობა შემცირებულია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















