ქუთაისში მეორე ტური იქნება - ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ -36,14% აიღო
ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 130-ვე უბნის ხმა დათვალა. ამ წუთებში ოლქების მონაცემების დაჯამება მიმდინარეობს და პარალელურად ცესკოს გვერდზე იტვირთება.
წინასწარი მონაცემებით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" 41,58%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 29,72 პროცენტი აიღო.
"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 6,65%, "ევროპული საქართველო"- 3,81%, "გირჩი: 3,09%; "ლელო" - 2,99, "პატრიოტთა ალიანსი" - 2,52, "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 1,17.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მონაცემებით მეორე ტური იქნება ქუთაისში. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო.
მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა - ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















