|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საზოგადოებრივი საპირფარეშოები აუქციონზე გაიტანა

ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემის მოგვარების მიზნით, ობიექტები აუქციონზე გავიდა. მერიამ ქალაქში მდებარე ოთხი საპირფარეშო აუქციონზე ცალ-ცალკე ლოტად, სხვადასხვა ღირებულებით გაიტანა.

ყველაზე მაღალი ღირებულება  6936  ლარი ცენტრალურ ბულვარში მდებარე ობიექტს აქვს. საერთო ფასი დაახლოებით 12 000 ლარია. 

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, ცალ-ცალკე ლოტად გატანით, ობიექტების გაიჯარება გამარტივდება და გაცილებით ხელსაყრელი იქნება დაინტერესებული პირისთვის. მისივე თქმით, აუქციონის ვადა ხვალ დასრულდება და დაინტერესებული პირიც გამოვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა, განმეორებით გამოცხადდება.

ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა წლებია, არსეობს. გაუმართავი ობიექტები არაერთი აქციის მიზეზი გახდა. დღეს გოგი წულაიამ მერიაში ღამის ქოთნები და საფენები მიიტანა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა