ქუთაისში მიკროავტობუსი ხიდიდან გადავარდა
ქუთაისში მიკროავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შემთხვევა ქუთაისის-სამტრედიის გზაზე მოხდა, ე.წ. კოპიტნარის ხიდიდან “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გადავარდა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლია დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა




17:20
15:54
13:34
21:45
















