|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოუწესრიგებელ ტროტუარს უკავშირებენ

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს - 53 წლის მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა, გუშინ ღამის საათებში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ტროტუარის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული იყო სამანქანო გზაზე გადასულიყო. რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე  მოხდა.

მძღოლი მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით,  ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმნედებები მიმდინარეობს.

 ქუთაისის მერიაში მოუწესრიგებელ ტროტუარებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა