|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება

ქუთაისში, ახალგაზრდობის  ქუჩაზე მცხოვრებლებს  რამდენიმე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, რის გამოც მოსახლეობა დღეს გზის გადაკეტვით იმუქრება.  მათი განცხადებით, ელექტროენერგიის კაბელები დაზიანებულია და ყოველი წვიმის დროს ზიანდება.

"რამდენი წელია გვაწამებენ. ქალაქში ყველგან განახლებული ელექტრო ჯიხურებია, მხოლოდ ჩვენთან არის  ღია კაბელები დარჩენილი და წვიმის პერიოდში ფეთქდება. მივედით "ენერგო-პრო"-ს ოფისში და ყურადღება არავინ მოგვაქცია. პასუხად გვითხრეს, რომ არ ვართ ღირსი ელექტროენერეგიის. დღეს ვიკრიბებით, მოსახლეობა გზას გადავკეტავთ. იმედია,  ასე მაინც მოგვხედავს ვინმე. ყურადღებას არავინ გვაქცევს და პირიქით, გაღიზიანებულ ხალხს ორმაგად გვაღიზიანებენ",- განაცხადა ნაირა სულაქველიძემ.

"ენერგო პრო ჯორჯიას" პასუხს მიღებისთანავე მოგაწვდით.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა