"პოლიციის გამო ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ" - აქცია-პერფორმანსი "თეთრ ხიდზე"
ქუთაისში მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა თეთრ ხიდზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტებმა ხიდზე სტიკერები წარწერით "ამ სისტემის დედაც" დააკრეს და 15 წლის მოზარდის სიკვდილი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათი თქმით, ადამიანებზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ უნდა ხდებოდეს და სისტემას მოზარდები არ უნდა ეწირებოდნენ.
"სოლიდარობას ვუცხადებთ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახს. ის სისტემას ემსხვერპლა.
პოლიციის გამო ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ. მოვუწოდევთ ხელისუფლებას ძალოვანი უწყებების სისტემური რეფორმისკენ",-განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















