ქუთაისში მოძრავ მარშრუტებზე ნებართვების გაცემის კონკურსი გრძელდება
ქუთაისის მერის ბრძანებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსი ცხადდება. მოქმედების ვადა გაუვიდა ორ სამარშრუტო ხაზზე მოძრავ №23 და №23ა მარშრუტებს. „აუცილებელია აღნიშნულ მარშრუტებზე ჩატარდეს ნებართვების გაცემის კონკურსი“,-ნათქვამია მერის ბრძანებაში.
№23 მარშრუტზე კონკურსში მონაწილე კომპანიას, ან ინდმეწარმეს, მარშრუტის მომსახურებისათვის - 7 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა ჰყავდეს. ნებართვის გაცემის საწყისი ფასია 1 350 ლარი. საბანკო გარანტიის ოდენობა: 4 050 ლარი.
განსხავავებული პირობაა №23ა მარშრუტზე. მგზავრთა რეგულარული გადაყვანის განხორციელებისათვის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობაა 6 ერთეული. ნებართვის გაცემის საწყისი ფასი: 960 ლარი. საბანკო გარანტიის ოდენობა: 2880 ლარი.
ნებართვის მოქმედების ვადა ორივე შემთხვევაში 4 წელია.
ბრძანების შესრულებაზე კონტროლი მერის მოადგილეს, კოტე ქავთარაძეს დაევალა.
სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარე წლის ზაფხულშიც ჩატარდა, მაშინ მოქმედების ვადა 18 სატრანსპორტო ხაზს ჰქონდა გასული.
ქალაქს ამჟამად 94 ავტობუსი და 270 მიკროავტობუსი ემსახურება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





13:32
16:29
18:25
15:07
















