ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში, შმიდტის ქუჩის მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, სამშენებლო კომპანია "დიზაინ კომპლექსი" მშნებელობას დარღვევით აწარმოებს, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება.
"ჯერ ერთი კორპუსი აშენდა, მერე მეორე მოყვა, მესამე და ახლა ისევ დაიწყო მშენებლობა. ქუჩის მცხოვრებლები ვეწინააღმდეგებით ამ მშენებლობას. "დიზაინ კომპლექსის" მფლობელი ზურაბ გუბელაძე გვატყუებს, ჯერ გვითხრა, რომ აღარ გაგრძელდებოდა მშენებლობა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ დევნილების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა თავიდან ვიცოდით, რომ 6-სართულიანი კორპუსი შენდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 13-სართულიანია, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მეტი მოგება ნახონ", -განაცხადა ადგილობრივმა ბექა კუპრაშვილმა. მისი მტკიცებით, მრავალსართულიანი კორპუსის გამო ადგილობრივებს სხვადასხვა პრობლემები შეექმნათ.
ადგილობრივი ნინო უგლავას თქმით, კორპუსი მის საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოს შენდება, რის გამოც მას საფრთხე ექმნება.
მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავჯდომარე. გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ ხდება უკანონო მშენებლობების წახალისება და მოსახლეობის ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა.
ადგილობრივების შენიშვნებს არ იზიარებენ "დიაზაინ კომპლექსში". მათი თქმით, მშენებლობა ნებართვით მიმდინარეობს, თუმცა დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.
მერიაში განმარტავენ, რომ ნებართვა, მსგავსად წინა კორპუსებისა, 13- სართულიან კორპუსზე გაიცა, რომელსაც მანსარდი ექნება. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მერიამ ნებართვა მხოლოდ 13 სართულზე გასცა და დამატებითი სართულის დაშენება ვერ მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ მოახდენს მშენებლობის შეჩერებას, ადგილობრივები საქმის სასამართლოში შეტანას გეგმავენ.
აღმაშენებელის გაზმირის მიმდებარეთ კორპუსებს დევნილთა სამინისტრო აშენებს. ამ დროისათვის 3 ცამეტსართულიანი კორპუსია აშენებული, ერთ მათგანში უკვე მოხდა მობინადრეების შესახლება, მიმდინარეობს კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















