ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა ბავშვებთან ერთად აანთეს.
გიორგი ჭიღვარიამ და შავლეგო ტაბატაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
"ვულოცავ მთელს საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ წარმატებულ წელს და სურვილების ასრულებას. მადლობა ვუხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაძვის ხის მორთვასა და საახალწლო განწყობის შექმნაში",-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, ახალ წელს მომზადებული ხვდება იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტი. მან მოსახლეობას დამდეგი დღესასწაული მიულოცა. ცერემონიაზე გორის ქალთა გუნდმა იმღერა. გუნდმა ცნობილი საახალწლო და საშობაო სიმღერები შეასრულა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















