|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი შენდება

ქუთაისში  ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა. ავტომშენებლის დასახლებაში არსებულ 6779 კვ.მ მიწის ნაკვეთზე  მუნიციპალური მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრისათთვის ნახევრადღია ფარდულის ტიპის ლითონის კონსტრუქციის საკომპოსტე მოედანი (3024კვ.მ) შენდება. სამუშაოებისთვის პროექტირებისთვის მერიამ 30 000 ლარიანი ტენდერი ( 190006366) გამოაცხადა.  

მოედანზე მხოლოდ მწვანე ნარჩენების შეგროვება მოხდება, რომელის კომპოსტირებითაც წარმოიქმნება სასუქი. 

მოედანი პროექტის "მდინარეების ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" ფარგლებში მოეწყობა. ორწლიანი პროექტი ნარჩენების სეპარირებულ მართვას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც პლასტმასთან ერთად მინის და ქაღალდის შეგროვება მოხდება. 

 ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მოხდება.

ქუთაისში ყოველწლიურად წარმოიქმნება 75 000 ტონა მუნიციპალური მყარი ნარჩენი. წარმოქმნილი ნარჩენების 47 % არის ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, რომელიც შეიცავს როგორც ე.წ. სამზარეულოს ნარჩენებს, ასევე მწვანე ნარჩენებს (პარკებისა და ბაღების ნარჩენები, ხეები, ფოთლები და მისთ.). წარმოქმნილი ბიოდეგრადირებადი ნარჩენების დაახლოებით 7-8%-ს წარმოადგენს მწვანე ნარჩენები, რომელიც ამჟამად მთლიანად ქალაქის ნაგასაყრელზე თავსდება.

მოედნის მოწყობა 2019 წლისბოლოს დასრულდება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა