ქუთაისში მძღოლები სატენდერო პირობების გამო გაიფიცნენ
ქუთაისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანპორტის მძღოლები გაიფიცნენ. სამარშრუტო ტაქსების მფლობელებმა დღეს აქცია გამართეს და მერია ჩატარებული ტენდერისა და ხელშეკრულებაში ჩადებული კაბალური პირობების გამო დაადანაშაულეს. როგორც მძღოლები აცხადებენ, მერიამ კონკურსის ჩატარებამდე აცნობა, მათ რომ 2000 წლის გამოშვების ტრანსპორტით შეეძლოთ მგზავრთა მომსახურება, ახლა კი რამდენიმე დღით ადრე გააგებინეს, რომ არა თუ 2000, არამედ 2009 წლის გამოშვების ტრანსპორტი უნდა ჰყოლოდათ. მძღოლები მერიას მიმართავენ და მოუწოდებენ, შეცვალონ მოთხოვნა და შეამცირონ დაკისრებული გადასახადი, რადგან ასეულობით მძღოლი სამსახურის გარეშე დარჩება.
ქუთაისის მერის ბრძანებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსი ორ სამარშრუტო ხაზზე მოძრავ №23 და №23ა მარშრუტებზე გამოცხადდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















