|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნაგვის ურნები მოხატეს (PHOTO)

დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებულ საათთან, ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალმა- გ. მაისურაძის სამხატვრო სკოლამ, არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“ და ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ ერთობლივი აქცია გამართეს.

გ. მაისურაძის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე- „ხეები დედამიწისთვის“ ნამუშევრები შეასრულეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ქალაქში განსათავსებელი ნაგვის ყუთებიც მოხატეს. ნაგვის ყუთების მოხატვა „გავალამაზოთ ქალაქი, მოვხატოთ კონტეინერები“ აქციის ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

 

   

ავტორი: ნიუპრესი