|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექიმი დააკავეს

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით კლინიკა "ბომონდის" ექიმი მეან-გინეკოლოგი დააკავეს.  ფაქტის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1969 წელს დაბადებული შ. თ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, შ.თ.-ს პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ექიმს 6 წლამდე თავისუფლეწბის აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა