|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრას მხარის გუნერნატორი, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავჯდომარეები, ადმინისტრაციული და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. 

შეხვედრა საქართველოში მიმდინარე "ნატოს დღეები 2019"-ის ფარგლებში მოეწყო.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება. მისი მიზანია მოქალაქეების  ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. 

 წლევანდელი ნატოს დღეები 3 ოქტომბერს ბათუმში გაიხსნა და 30-31 ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება.

 

ავტორი: ნიუპრესი