|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნორჩ მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

იმერეთის ნორჩ მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე,  რომელსაც  პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე,  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართება, ღონისძიების სავარაუდო თარიღი და ადგილმდებარეობა განსაზღვრეს.

ყურადღება გამახვილდა კონკურსის მნიშვნელობაზე რეგიონში კულტურის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. 

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაიმართება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში და ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ასევე, იმერეთის კონკურსი გამოირჩევა საერთაშორისო, სამშვიდობო დატვირთვით, რომელშიც ამიერკავკასიის ქვეყნებიდან მიიღებენ მონაწილეობას ნორჩი მუსიკოსები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. 

შეხვედრას ასევე საქართველოს იმერეთის მაჟორიტარები გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე და ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა