|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება

დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას  ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს. 

,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დადგენილი ოჯახის სიწმინდის დღე ყოველწლიურად აღინიშნება სამღვდელოებისა და ერის თანამლოცველობითა და საზეიმო მსვლელობით.

ამა წლის 17 მაისს, შაბათს, 14 საათზე სამშვიდობო პარაკლისი შესრულდება წმ. დავით აღმაშენებლის და ბაგრატ III_ის სახ. ტაძარში (ცენტრალური მოედანი) რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების (ბაგრატის სიონი) ტაძრამდე“, - აცხადებს გაენათის ეპარქია. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა