|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოლიმპიური აუზი პარლამენტის მიმდებარედ აშენდება

ქუთაისში ოლიმპიური აუზის ასაშენებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ქუთაისს წყალბურთში სერიოზული ტრადიციები აქვს. 2019 წელს უკვე დაიწყება ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობა ქუთაისში.  ადგილი აუზის მშენებლობისათვის ადგილი იუსტიციის სახლის მიმდებარედ შეირჩა, რადგანაც დიდი სივრცე სჭირდება", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 შეგახსენებთ, ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობის შესახებ საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რისთვისაც წინა მერის საქმიანობის დროს ადგილი წერეთლის ქუჩაზე შეირჩა, თუმცა შემდეგ პროექტის შედგენა აღარ მომხდარა.  მიმდინარე წელს ოლიმპიური აუზის აშენების დაპირება ქუთაისელებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მისცა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა