|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა

 წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, №59-ე საარჩევნო ოლქის 123 უბანზე დათვლილი ხმებით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

ვაშაძეს ხმა არჩევნებზე მისული 65 000 ამომრჩევლიდან 29 585-მა ამომრჩეველმა მისცა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 059 ხმა დააგროვა.

ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტინების თითქმის 99% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა 38,7 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ 37,7.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მერის პოსტისათვის იბრძოდა. ის მეორე ტურში გადავიდა, თუმცა ბრძოლიუს გაგრძელებაზე უარი თქვა. ვაშაძე გასულ წელს ქუთაისში ჩაეწერა და ხმა საფიჩხიაზე, № 22-ე მეორე უბანზე მისცა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ლიდერობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა