ქუთაისში "ოქროს ჩარდახთან" ემზარ ჯინჭარაძის ნატურალური ზომის ბარელიეფი გაკეთდება
ქუთაისში „სამეფო კომპლექსი ოქროს ჩარდახი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი დირექტორის ემზარ ჯინჭარაძის თითბერიდან ჩამოსხმული ნატურალური ზომის ბარელიეფი განთავსდება.
მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში NAT190021578 შპს "ჯორჯიან ტექნოგრუპმა" გაიმარჯვა. კომპანია სამუშაოებს 5 700 ლარად შეასრულებს.
წინადადებების მიღება 23 ნოემბერს დაიწყო და 26 ნოემბრს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 184 ლარს შეადგენდა.
ემზარ ჯინჭარაძეს ოქროს ჩარდახის მცველს და მეციხოვნეს ეძახდნენ. მან რთულ წლებში სამეფო კომპლექსი საკუთარი ფიზიკური შრომის ფასად შეინარჩუნა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















