პარლამენტის მიმდებარედ შუქნიშანი და უსაფრთხოების კუნძული მოეწყობა
ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძულისა და შუქნიშანის მოსაწყობი სამუშაოები დაიწყო.
9 აპრილისა და ირ. აბაშიძჲს ქუჩების გადაკვეთაზე მოძრაობა შუქნიშნის არარსებობის გამო გართულებული იყო, რის გამოც მერიამ სამუშაოებისაათის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 157 ათასი ლარია.
ტენდერის პირობების თანახმად, ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს, სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს.
არსებული შუქნიშანი გზაზე სიტუაციას განმუხტავს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ასევე მოეწყო ხელით მართვადი შუქნიშანი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















