ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში პიროტექნიკით დაშავების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
"პიროტექნიკით დაშავების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა იმდენად მსუბუქი დაზიანებები ქონდათ, რომ ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირვებიათ, დაშავებულთაგან ერთი 25 წლამდე მამაკაცი იყო, რომელსაც ხელის მტევანზე მცირე დაზიანება ქონდა", -განაცხადა ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია რუხაძემ.
მისი თქმით, სადღესასწაულო დღეებში სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟების გამოძახების მკვეთრი ზრდა არ ყოფილა. საშუალოდ დღე-ღამეში 172 გამოძახება დაფიქსირდა, რაც ნორმას მცირედ აღემატება. გამოძახებების ზრდა კვებითი და ალკოჰოლით ინტოქსიკაცის შემთხვევებზე მოდის.
ავტორი: ირინა მაკარიძე


17:22
16:31
14:20
12:16
















