|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ჭავჭავაძეზე სატვირთო ავტომობილი ქალს დაეჯახა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, 60 წლამდე ქალბატონმა  მრავლობიითი დაზიანება მიიღო.

„გრანდმოლის" წინ დაჯახების ხმა გავიგონე. როდესაც ადგილზე მივედი 60 წლამდე ქალბატონი სატვირთო ავტომობილის წინ იყო, სისხლიანი. არ ვიცი სუნთქავდა თუ არა სასწრაფო გამოძიხე. უცებ ადგილზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მალევე მოვიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა“,-განაცხადა თვითმხილველმა ნანა სანიკიძემ.

შსს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა