|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება - მერია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ქუთაისის მერია და მერიის ყველა სამსახური სტიქიის გამო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის. ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის პრობლემას შეუქმნის ძლიერი ქარი შეუძლიათ მერიის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ ასევე საბინაო სამსახურის წარმომადგენლებს - აღნიშნულ განცხადებას ქუთაისის მერია ავრცელებს.

"ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე მოიმატებს 33 მეტრი წამში, რაც სტიქიის კვალიფიკაციით ხასიათდება. ქუთაისში ამ დროისთვის ძლიერმა ქარმა სახურავი რამდენიმე კორპუსს გადახადა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში აცხადებენ ქარის სიმძლავრე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.

მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ

ცხელი ხაზის ნომრებია: 0(431)31 06 00 ან 130

საბინაო სამსახურის ნომრებია 551 404513 ან 599221920"-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი 22:00 საათიდან 23:00 საათის ჩათვლით, შემდეგ კი ქარის სიჩქარე თანდათან დაიკლებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა