ქუთაისში ძლიერმა ქარმა სახურავი რამდენიმე კორპუსს ახადა
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ინფორმაციით, ქარმა რამდენიმე კორპუსს ახადა სახურავი.
"ქარმა დააზიანა ჯავახიშვილის პირველ შესახვევში #15 მდებარე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სადარბაზოს სახურავი მთლიანად გადახდილია, ასევე ტყიბულის ქუჩის #34 საცხოვრებელ სახლს მინაშენ ნაწილზე მთლიანად გადახადა სახურავი. იგივე მდგომარეობაა ახალგაზრდობის გამზირზე #78 საცხოვრებელ სახლის ერთ სადარბაზოს წაართვა სახურავი. გარკვეულ ლოკაციებზე არის მცირე დაზიანებები, მაგრამ თუ ქარი გაძლიერდება და პროგნოზი არის ასეთი, რომ საღამოს 10 საათიდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ყურადღებით იყვნენ, ასეთი საგანგებო ვითარების გამო სამაშველო სამსახურიც ვეღარ უზრუნველყოფს ყველა ლოკაციაზე გასვლას და მოსახლეობამ როგორმე თვითონ მოიმარჯვონ სამაგრები, რომ როგორმე შეინარჩუნონ სახურავი", - განაცხადა მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ.
მისი განცხადებით, ქალაქი ქარისაგან მიყენებულ ზარალს მოგვიანებით შეაჯამებს. "ამ დროისათვის ვითვლით ზარალს, ამის შედეგ შევეცდებით დავიწყოთ მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენა, რაც სტიქიური მოვლენების დროს არის გათვალისწინებული", - განაცხადა მან.
ფოტო-არქივი
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















