|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქართული არმიის დღე აღინიშნა

ქუთაისში ქართული არმიის დღე აღინიშნა. ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - საბრძოლო დიდების მუზემში გამართულ  ღონისძიებაზე ქართული სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანები მიიწვიეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთაისის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და კადეტთა ლიცეუმის კურსანტები ჩაერთნენ. მათ სტუმრებს არმიის დღე პატრიოტული სიმღერებითა და ლიტერატურული კომპოზიციით მიულოცეს. 

ქართული არმიის დღე საქართველოში 1991 წლის 30 აპრილიდან აღინიშნება. ამ დღეს ქართულ არმიაში ოფიციალურად პირველად დაიწყო წვევამდელთა გაწვევა. წელს ქართული არმიის შექმნის დღიდან 27 წელი შესრულდა.

ავტორი: ნიუპრესი