|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისში კოორდინატორებთან შეხვედრები მიმდინარეობს[PHOTO]

ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისთან კოორდინატორების მობილიზება მიმდინარეობს. მათი თქმით, ისინი შტაბში არჩევნების თემებთან დაკავშირებით არიან დაბარებული, თუმცა ჯერ არ იციან,  ვინ შეხვდებათ.

ოფისთან იმყოფებიან წინა მოწვევის საკრებულოს წევრები მურმან გუბელაძე და ტარიელ მეტონიძე. შტაბში მივიდა ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი. მისი თქმით, ის შვებულებაშია.

ადგილზე იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარაია და მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე.

ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენამ კოორდინატორების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ჟურნალისტებს ფოტოს გადაღება აუკრძალეს და ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს.

 

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის განცხადებით, კოორდინატორებთან შეხვედრებს დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მართავს.  

 

 დღეს  ხალხმრავლობა იყო ასევე წერეთლის ქუჩაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მოძრაობის ახალი ოფისი "არა მიშას"  გაიხსნა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა