|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ქუთაისში,  8 მაისს რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს 10:00 საათიდან 16 :00 საათამდე რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება, კერძოდ: ბაზაძის, კიბორძალიძის, სოლომონ 1 და 6 შესახვევი და სოლომონ 1-ის ქუჩებს.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებელს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 


.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა