|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში   ამ დრომდე ელექტრო-ენერგია არ მიეწოდება რამდენიმე უბანს. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს  წარმომადგენელმა თეონა გეგუჩაძემ "ნიუპრესს" განუმარტა, ოღასკურის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად სატრანსფორმატორო ჯიხურები დაიტბორა, რის გამოც ავარიული გამორთვა მოხდა.

"სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ჩვენი თანამრომლები ამ დრომდე ტუმბავენ წყალს. უმეტესი ჯიხურები უკვე ჩართეს, მაგრამ დარჩენილია კიდევ რამდენიმე.  სანამ წყალი სრულად არ ამოიტუმბება, ჩართვა არ შეიძლება. ამიტომ  დანამდვილებით არ ვიცით, რა დროისთვის მოხერხდება ელექტროენერგიის აღდგენა",- განაცხადა გეგუჩაძემ. 

როგორც, "ნიუპრესს" აცნობეს,  ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ავტოქარხანის, ბუხაიძის, გამარჯვებისა და ავანგარდის დასახლებებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა