ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქუთაისში რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ოპელის მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ავტომობილში ასევე იმყოფებოდა მცირეწლოვანი, თუმცა ავარიის შედეგად ბავშვს დაზიანებები არ მიუღია.
თვითმხილველების განცხადებით, საჭეზე მყოფი შუახნის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















