ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან უფასო ავტოსამრეცხაო მოეწყო [VIDEO]
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე სააპელაციო სასამართლოს წინ წყლის მილი დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე სასმელი წყლის მილი რამდენჯერმე დაზიანდა.
“ გაერთიანებული წყალმომარაგების“ პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოები გუშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა წყალი ქუჩაზე ამ დრომდე იღვრება.
მოქალაქეებმა პრობლემას ახალი დანიშნულება მოუძებნეს. მძღოლები მაღალი წნევით წამოსულ წყლის ჭავლს ავტომობილების გასარეცხად იყენებენ.
სამუშაოები ამ დროისთვის განახლდა, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების თანამშრომლები აცხადებენ, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















